სირიაზე თავდასხმა

სირიაზე თავდასხმა, რომელსაც 11 მოქალაქე ემსხვერპლა, ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” ბრალდება

სირიის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. სირიის ომის მონიტორინგის ცენტრის თქმით, თავდასხმაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს ადანაშაულებენ.

ბოევიკები დაახლოებით 75 კაციან ჯგუფს დაესხნენ თავს. შემთხვევა მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, ქალაქ პალმირასთან მოხდა, სადაც ადამიანთა ჯგუფი სოკოს კრეფდა. ინფორმაციას გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია (SOHR) ავრცელებს.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის თქმით, 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ქალი დაიღუპა. დანარჩენი მოქალაქეები კვლავ დაკარგულად ითვლებიან.

 

 

კომენტარები