შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაცია ჩაატარა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი.
"დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. მათგან წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით". - თქვა მან მედიასთან საუბრისას.
უწყება ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.