ქალბატონი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკიდა ნახატები, რომლის იქ დაკიდების ვადაც იყო გასული. მივიდა ერთხელ ჯგუფი და რამდენადაც მე ვიცი, არ გამოატანეს, შემდეგ მეორედ მივიდნენ და წამოიღეს. ერთხელ მოხდა კულუარულად და ვერ მოხერხდა, მეორედ მოხდა საჯაროდ. არც ის დამოკიდებულება არის სასიამოვნო, რომელიც პრეზიდენტს აქვს და არც ის პროცესი, რაც გუშინ ვნახეთ. სამწუხაროდ, სამი თვის წინ გაუვიდა ვადა ამ ნახატების ფლობის და არ დააბრუნა. 1937 წელთან გაკეთებული პარალელი არ არის ადეკვატური და შესაბამისი. დახვრეტილი ადამიანი არ მინახავს და ალბათ, ვერც ვნახავ.
კულტურის სამინისტრო
დავითულიანი ზურაბიშვილზე: 1937 წელთან პარალელი არაადეკვატურია, დახვრეტილი არავინ მინახავს
tbl.ge/69rj
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი გამოეხმაურა 13 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესვლას. როგორც მათ განაცხადეს, მიზანი ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევრის უკან დაბრუნებაა, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული.
ამავე თემაზე
- წულუკიანი ირაკლი კაკაბაძის დებოშს პრემიის არმინიჭებას უკავშირებს
- კულტურის სამინისტრომ ვახტანგ კოტეტიშვილზე დაწერილ პოსტში მისი დახვრეტა არ ახსენა
- კონსერვატორიაში საარჩევნო პროცესი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა – სამინისტრო
- გიგაშვილი: ხვალ კონსერვატორიასთან მოდით ყველა, კულტურის სამინისტრომ არჩევნები გააუქმა
- წულუკიანის ბრძანების გამო, კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყდა