იდრის ელბა

იდრის ელბა: მე არ ვიქნები ჯეიმს ბონდი, ჯონ ლუთერად დარჩენას ვაპირებ

TV Insider

იდრის ელბამ განაცხადა, რომ ჯეიმს ბონდს არ ითამაშებს.

"ძალიან ხშირად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ უნდა ვითამაშო პერსონაჟი, რომლის სახელი "ჯ"-ზე, ხოლო გვარი "ბ"-ზე იწყება. მინდა გითხრათ, რომ მე მას არ ვითამაშებ. მე ჯონ ლუთერად დარჩენას ვაპირებ. მე ჯონ ლუთერი ვარ". – განაცხადა მსახიობმა ახალ ინტერვიუში.

ელბამ წერტილი დაუსვა ვარაუდს, რომელიც მედიაში წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. ბრიტანელ მსახიობს დენიელ კრეიგის შემდეგ ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებლად განიხილავდნენ.  

ჯონ ლუთერი ელბას პერსონაჟია სერიალიდან Luther. დეტექტიური შოუ, რომელშიც ელბა გამომძიებელს თამაშობს ეთერში თითქმის ათი წელია გადის. 24 თებერვალს კი სერიალის მიხედვით შექმნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გამოდის.

ამ დროისთვის აგენტი 007-ის როლის ბოლო შემსრულებელი დენიელ კრეიგია, რომელმაც ჯეიმს ბონდის როლი ხუთჯერ შეასრულა.

კომენტარები