რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანია ნაკლებსავარაუდოა

რუსული Su-35-ის ტიპის თვითმფრინავის აფრენა ბრესტიდან, ბელარუსიდან. 2022 წლის 11 თებერვალი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთმა საჰაერო კამპანია გააფართოოს, რადგან ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რაოდენობის სამხედრო თვითმფრინავი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის საჰაერო ძალები უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ისეთივე რაოდენობის თვითმფრინავების განთავსებას აგრძელებენ, როგორც ამას მრავალი თვის განმავლობაში აკეთებდნენ.

"რუსული დაფრენების მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიზარდა, რამდენიმე კვირიანი მშვიდი აქტივობის შემდეგ. საჰაერო აქტივობა ახლა დაახლოებით შეესაბამება საშუალო დღიურ მაჩვენებელს, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან აღინიშნებოდა". – ვკითხულობთ ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსული საჰაერო ძალები ომში თავიანთ ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმის მაღალი საფრთხის გამო.

"რუსული საბრძოლო თვითმფრინავები მოქმედებენ თითქმის ექსკლუზიურად რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე, რაც ხელს უშლის მათ ეფექტურად შეასრულონ მთავარი დარტყმითი როლი". – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

კომენტარები