ავატარის მეორე ნაწილმა კინოგაქირავებაში ტიტანიკს გადაასწრო და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მესამე ადგილი დაიკავა.
ორთვიან კინოგაქირავებაში Avatar: The Way of Water-მა $2.243 მილიარდი გამოიმუშავა. აქედან 1.6 მილიარდი ფილმმა ამერიკის გარეთ, მსოფლიო კინოგაქირავებაში მოიპოვა.
ტიტანიკს ამ დროისთვის $2.242 მილიარდი აქვს გამომუშავებული. ლეგენდარული ბლოკბასტერის შემოსავალი კიდევ გაიზრდება, ვიანიდან ოსკაროსანი ფილმი კინოგაქირავებაში ხელმეორედ გამოვიდა.
ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. Avatar
2. Avengers: Endgame
3. Avatar: The Way of Water
4. Titanic
5. Star Wars: Episode 7 – The Force Awakens
ხუთიდან სამი ფილმი (ავატარის ორი ნაწილი და ტიტანიკი) ჯეიმს კამერონის მიერ არის გადაღებული.
ავატარი 2-ისა და ტიტანიკის დიდ ეკრანზე ნახვა Cavea-ს კინოთეატრების ქსელშია შესაძლებელი.