დავიწყებთ კანონპროექტის განხილვას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებებთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დღეებია ვისმენთ ბევრ არასწორ, ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, შეუძლია ძალიან მარტივად მოიძიოს სხვა ქვეყნებში, თუნდაც ამერიკასა ან უნგრეთში მიღებული კანონი, რომლებიც არის უფრო ხისტი. რუსულ კანონთან პარალელის გავლება ფიზიკურად შეუძლებელია. არანაირი საფრთხე ორგანიზაციების დახურვის არ არსებობს. ზოგადად, ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც ასე გავაკეთოთ, რაც სწორი არაა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, კანონები. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პარლამენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოვა. მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა. ეს არის ქართული კანონი.
კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ
კალაძე "აგენტების" კანონზე: ორგანიზაციების დახურვის არანაირი საფრთხე არ არსებობს
tbl.ge/6a20
დაკოპირდა
ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების" გამოვლენას ეხება.
ამავე თემაზე
- ნოდია: ხალხმა დაამარცხა რუსული კანონი, მაგრამ რუსული ხელისუფლება ჯერ დასამარცხებელია
- მმკ-ის მღვდლები აშშ-ზე: სკამშერყეული ჰეგემონი ცდილობს საქართველოში დიქტატურის დამყარებას
- პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს
- ხაბეიშვილი: პარტიული მიკერძოებები გადადეთ გვერდით, ვკარგავთ ქვეყანას, გამოდით გარეთ
- მელია: უნდა გავიგოთ, რომ დღეს, ეროვნული და ევროპული ინტერესი არის ერთი და იგივე