არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავეებმა პასუხი აგონ

დღეს 5 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან.

სამშობლოსათვის გმირული თავდადებით არჩილმა ქართველი კაცის ღირსების, შეუპოვრობისა და პატრიოტიზმის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს.

ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს მის ნათელ ხსოვნას.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სამართლის წინაშე პასუხი აგოს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დამნაშავე ყველა პირმა.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილზე.

კომენტარები