უკვე ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგებს განიცდის. მძიმე ტრაგედიის პირისპირ მათ მართლაც შესანიშნავი გამბედაობა და გამძლეობა აჩვენეს. მსოფლიო თვალ-ყურს ადევნებს უკრაინელების ტანჯვას. მე მქონდა ბედნიერება იმისა, რომ ბევრ მათგანს აქ, გაერთიანებულ სამეფოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რუმინეთიდან კანადამდე შევხვედროდი. თვის დასაწყისში ბუკინგემის სასახლეში პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდი, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ ჩემი მხარდაჭერა გამომეხატა. ამ მძიმე დროს დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები, რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ უკრაინის გასამხნევებლად. იმედს ვიტოვებ, რომ გადამდები სოლიდარობით არამარტო პრაქტიკული თვალსაზრისით შევძლებთ უკრაინის დახმარებას, არამედ, ერთიანობას დავანახებთ და ამითაც შევმატებთ ძალას.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
გადამდები სოლიდარობითა და ერთიანობით უკრაინას ძალას შევმატებთ – ჩარლზ III
tbl.ge/6a7m
დაკოპირდა
თქვა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს
- კრასნოდარის ობიექტებს დრონებით დაარტყეს, რუსების მტკიცებით, 102 დრონი გაანადგურეს