რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუდანოვი: უკრაინა ახლა მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტია

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურის, კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინა ახლა მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტია. ამის შესახებ ბუდანოვმა ამერიკულ ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინას რუსეთი რომ არ შეეჩერებინა, შემდეგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნებოდნენ, მათ ეს განსაკუთრებით კარგად ესმით.

"უკრაინა ახლა უსაფრთხოების გარანტია მთელი ევროპისთვის. ეს გაზვიადების გარეშე ასეა. მთელ აღმოსავლეთ ევროპას ეს ნათლად ესმის. შემდგომში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა, რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, ამაში ყველა ერთსულოვანია. რატომ ცდილობს ყველა ასე ძალიან უკრაინის დახმარებას? რადგან თუ უკრაინა დაეცემოდა, შემდეგი ისინი იქნებოდნენ. და ბოდიში, მაგრამ ამ ქვეყნების ძალები უკრაინისას არ შეედრება, იქ შედეგი ბევრად უარესი იქნებოდა". - თქვა ბუდანოვმა.

გარდა ამისა, ბუდანოვის თქმით, უკრაინა ომის შემდეგ "ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო" გახდება, რადგან რუსეთს უკვე დასავლურ იარაღთან დაპირისპირება მოუწევს.

"რუსეთს საკუთარი იდიოტიზმის შედეგად, ყველა გეოპოლიტიკური შიში რეალობად ექცა. ჩვენ გადავყარეთ საბჭოთა იარაღის ყველა ნარჩენი მთელი მსოფლიოდან, ასევე გავაქრეთ რუსული სამხედრო ინდრუსტიული კომპლექსი იარაღის მსოფლიო ბაზრიდან მრავალი წლით. ამასთან, მათ საკუთარი ჯარის მთელი ქმედითუნარიანი ნაწილი გამოიყინეს. ეს ყველაფერი მათ უარს ათქვემევინებს სერიოზულ სამხედრო ამბიციებზე მრავალი წლის განმავლობაში". - თქვა ბუდანოვმა.

კომენტარები