კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

წილოსანი "აგენტების" კანონზე: მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიმსჯელოთ ამ კანონის დასახელებაზე

მინდა დავასახელო რეალურად რა პრობლემაც და რაზეც არის ძირითადი შფოთვა. ეს არის "უცხოური გავლენის აგენტი". მე რაც მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, არის, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე და მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სფეროში მომუშავე უამრავი მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის და ადამიანის დისკრედიტაცია და დარწმუნებული ვარ, ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, არავის არ უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობასთან და ანგარიშვლდებულებასთან პრობლემა. ამიტომ, ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და სერიოზულ შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსი მიღწეული. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. დღეს, 2 მარტს, მწვავე პროტესტის, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისიპირების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში "აგენტების" შესახებ კანონის განხილვა კომიტეტზე მაინც დაიწყო, ხოლო ოპოზიციის პროტესტს კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები