ამერიკა-რუსეთი

საავიაციო ტექნოლოგიების რუსეთში გაგზავნისთვის 2 ამერიკელი დააკავეს

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 მარტს აშშ-ს ორი მოქალაქე რუსეთში ამერიკული საავიაციო ტექნოლოგიის გაგზავნის ბრალდებით დააკავეს. 

59 წლის კირილ გრეგორი ბუიანოვსკის და 55 წლის დუგლას რობერტსონს კონტროლირებადი საქონლის ლიცენზიის გარეშე ექსპორტში, ელექტრონული საექსპორტო ინფორმაციის გაყალბებასა და აშშ-ს კანონმდებლობის საწინააღმდეგო საქონლის კონტრაბანდაში ედებათ ბრალი. 

გასულ წელს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ს მთავრობამ რუსეთში გადაზიდვებზე დამატებითი სანქციები დააწესა. პროკურორების თქმით, ბუიანოვსკიმ და რობერტსონმა განიხილეს ვარიანტები, თუ როგორ გაეგზავნათ რუსეთში ტექნოლოგია, მათ შორის შუამავალი ქვეყნების გზით. 

კომენტარები