რუსეთი

დეპუტატს, რომელიც პუტინს ყურზეატრიაჩამოკიდებული უსმენდა, ბრალად არმიის დისკრედიტაცია დაედო

მიხაილ აბდალკინი

მიხაილ აბდალკინს, რომელიც რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის სამარის რეგიონული დუმის დეპუტატია, არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით ადმინისტრაციული მუხლი შეუდგინეს. მან რამდენიმე დღის წინ საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფედერალური ასამბლეისადმი მიმართვას ყურზეატრიაჩამოკიდებული უსმენდა.

აბდალკინი ამბობს, რომ საქმე მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო აღიძრა და უდანაშაულობის დამტკიცებისთვის იბრძოლებს.

კომუნისტური პარტიის წევრის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ალექსანდრ იუშჩენკოს თქმით, პარტიის ცენტრალური კომისია აბდალკინის ქმედებას შეამოწმებს.

"მოვუსმინე პრეზიდენტის ორსაათიან მიმართვას. სრულად მხარს ვუჭერ, სრულად ვეთანხმები, კარგი გამოსვლა იყო. არაფერი მსგავსი ბოლო 23 წელში არ მომისმენია. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ". – წერდა აბდალკინი გამოქვეყნებულ ვიდეოსთან ერთად.

რუსულ ენაში არსებობს იდიომა – "вешать лапшу на уши" (ყურებზე ლაფშის დაკიდება), რაც მოტყუებას ნიშნავს.

კომენტარები