ტრაგედია ვაკის პარკში

სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე მერიის სამსახურის უფროს და სპეციალისტს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის მერია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე გიგა გიგაშვილის ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. აღკვეთის სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა ვახტანგ ლონდარიძის ადვოკატმა.

17 თებერვალს 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ გრინსერვისი-ის დირექტორს, ამავე კომპანიის თანამშრომელს, მშენ-ექსპერტი-ს დირექტორს და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. პროკურატურის მტკიცებით, გრინსერვისმა ვაკის პარკის შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები "უხარისხოდ" შეასრულა, მშენ-ექსპერტმა კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტი შეადგინა და დაწერა, რომ სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.

კომენტარები