რუსეთი

რუსეთში მოსკოვის კოქსის გაზის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

ქალაქ ვიდნოეში მოსკოვის კოქსის გაზის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს

"ვიდნოეში, ბელაკამენოიეს გზატკეცილზე ხანძრის შესახებ შეტყობინება მივიღეთ. ხანძარი 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა". - ამბობს სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელი რუსულ მედიასთან. 

მედიის ცნობით, ამჟამად ხანძრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქარხნის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს და მომხდარს სპეციალური კომისია გამოიძიებს. 

კომენტარები