იქნებ სწორედ ეს გიქმნით დისკომფორტს, რომ თქვენ და ქართველი ხალხის ინტერესები ისევე როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესები, არის სხვადასხვა. სანამ კანონში ჩაიხედავდეთ, იქნებ გადახედოთ თქვენს საქმიანობას და თქვენმა მხარდამჭერებმაც გადახედონ თავის საქმიანობას, რამდენად არის ეს ქართველი ხალხის ინტერესებში, როდესაც ამის პასუხი გექნებათ, მერე ჩაიხედეთ იმ კანონსი და თქვით, ეს განიჭებთ თუ არა პრობლემას.
ის ბოლშევიკებიც რომ გააცოცხლოთ, 30-30-იანი წლების ბოლშევიკები და დასვათ პარლამენტის დარბაზში და ნებისმიერი ჩანაწერი გააკეთონ, მე ისინი ღირსებას ვერ შემილახავენ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მე ჩემი საქმიანობით ჩემს ქვეყანას ვემსახურები და ისინი ვერც ჩემს ხალხთან შემიქმნიან დისკომფორტს, ვინაიდან მე ქართველ ხალხთანაც მექნება აბსოლუტური ჰარმონია.
თქვენ დისკომფორტში ხართ ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან და არა ჩანაწერთან, რომელიც არაფერს არ ნიშნავს.