სახალხო დამცველი

ღარიბაშვილი: ლევან იოსელიანის კანდიდატურა აბსოლუტურად მისაღებია, ღირსეული კანდიდატია

მე ვფიქრობ ბატონი ლევან იოსელიანის კანდიდატურა არის აბსოლუტურად მისაღები ჩვენთვის, იგი არის ღირსეული კანდიდატი, მე ასე ვიტყოდი და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამას პარლამენტი და უმრავლესობა გადაწყვეტს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი მის მიმართ. ეს არის ჩემი მოსაზრება და ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, 6 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გავიდა და კენჭიც პირდაპირ ეყრება.

კომენტარები