არ მიყვარს, როდესაც ჩემი ქვეყანა ამ მდგომარეობაშია. ცოტა შეშინებულ თვალებსაც ვხედავ, უკან განსაკუთრებით. ნუ უყურებთ თქვენ, ხელ-ფეხს რომ იქნევენ. შიში სხვა რამეა, რომ ჩაგიგუბდება თვალის გუგაში. აი, გაფართოებულ თვალებს ვხედავ. იმიტომ რომ პოლიტიკურ მკვლელობას ჩადიხართ. პოლიტიკური მკვლელი მშიშარაა. დღეს თქვენ საქართველოს პოლიტიკურ სახელმწიფოს კლავთ. არ ჩაიდინოთ. ადექით, რა მაგ ფლანგიდან, ქალები არა ხართ? ვინ აწერთ, ხალხო, 37 წლის კანონს ხელს? როგორ სწირავთ? მე მწირავთ? ჩემნაირებს? გარეთ რომ კარგად მხვდებით, ჩემნაირებს სწირავთ?
tbl.ge/6aoo
დაკოპირდა
მიმართა ძალა ერთობაშიას დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე. ქართული ოცნება მოტყუებით, 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს რუსულ კანონს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ნებისმიერ არგუმენტს გამოვეკიდებით, გავიზიარებთ დასაბუთებულ შენიშვნას
- კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა
- კობახიძე: იმედია, ო'ბრაიენი ჩამოვა 3 თემით - ვიზალიბერალიზაცია, ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა
- კობახიძე: სწორედ ევროკავშირია გლობალური ომის პარტიის მთავარი მსხვერპლი
- ბერბოკი აქციებზე: ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს