როგორც იცით, არ ვსაუბრობ კონკრეტულ ხალხზე ან პირებზე, ვისაც შესაძლოა აშშ-ს ან სხვა სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ჩვენ განკარგულებაშია რიგი ხელსაწყოები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს პასუხისგებაში მივცეთ ნებისმიერი პირი, ნებისმიერ ადგილზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია საყოველთაო ადამიანის უფლებათა შეზღუდვაზე. არსებობს იურისდიქცია, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონებსა და აღმასრულებელ განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ისევე როგორც ნებისმიერ კონტექსტში, ყურადღებით დავაკვირდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს და პირველ რიგში იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი საყოველთაო უფლებებით.
tbl.ge/6apt
დაკოპირდა
გასცა პასუხი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხებოდა.
რუსული კანონინედ პრაისიაშშ-საქართველოსაქართველო-აშშამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისახელმწიფო დეპარტამენტიკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ამავე თემაზე
- სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს – უჩა აბაშიძის ძმა
- მილერი: საქართველოსთან თანამშრომლობის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ კურსიუნდა შეიცვალონ
- ბლოგერ უჩა აბაშიძეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან - ადვოკატი
- პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა
- ჰერჩინსკი: მთავარია ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეს ხალხის ხმა, როგორც EU-ში ისმოდა შარშან