მოვედი სახლში, მთელი დღის მშიერი, საშინლად დაღლილი, გაზით გაჟღენთილი და იმედიანი!
პროტესტი გაგრძელდება და გაიზრდება, გვირაბის ბოლოს იქნება სინათლე - აუცილებლად!
პასუხისმგებლობა და სანქციებიც იქნება!
ულევი მადლობა ვინც მოხვედით, გაზით, წყლით, დაკავებებით იცავენ თავის რუსულ არჩევანს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ - ევროპულ არჩევანს.
ჭკვიანი პროტესტი გვჭირდება, სწორი ნაბიჯებით! ბევრი საქმეა!
ახლა რამდენიმე საათით დავიძინებ, და მერე ისევ ვაგრძელებთ!