რუსული კანონი

რუსეთის საგარეო ყირიმში – საქართველოს მოქალაქეებს ვურჩევთ, გაიხსენონ ვითარება უკრაინაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა ყირიმში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

"თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ დაწყებული საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, გაიხსენონ მსგავსი ვითარება უკრაინაში 2014 წელს და დაფიქრდნენ, რა მოჰყვა ამ ყველაფერს. ორჯერ დაფიქრდით!" - ნათქვამია ყირიმში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში.

კომენტარები