საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზურაბიშვილი Twitter-ზე აქვეყნებს.
"მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და მისი ერთგულებისთვის დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ". - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.