მოთხოვნები და პარლამენტის პიკეტირება შეთანხმებული იყო აბსოლუტურად ყველასთან. დანარჩენი, პასუხისმგებლობა უნდა აიღო, თუ გაექცევი რისი პოლიტიკოსი ხარ, აბა. თქვენ გგონიათ, რომ სხვებს უხაროდათ გამოცხადება? ბევრს გამოცხადების ეშინოდა. მე უკან არ დამიხევია. ზოგს არ უნდოდა გამოცხადება, შეიძლება. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, გამოვცხადე შეთანხმებით სხვა ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, ვინც ჩართული იყო. ელენე ხოშტარიასთან ერთად ვიდექი, ლევან ხაბეიშვილი იქ იყო, გირჩის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, ლელომ იცოდა. რავიცი, სულ ყველამ იცოდა. ერთად ვიდექით სხვათაშორის და რაზე მელაპარაკებით საერთოდ, ყველა ერთად ვიდექით და გამოვაცხადეთ. პასუხისმგებლობისთვის ყველა ვართ მზად, ყოველთვის პასუხისმგებლობით მოვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას და გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა თუ არ გაქვს, მაშინ პოლიტიკიდან უნდა წახვიდე.
tbl.ge/6awp
დაკოპირდა
თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
8 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მას შემდეგ, რაც ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა ვაშაძემ მომიტინგეებს მიმართა - "ახლა მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, ხვალ კი – მოვახდინოთ პიკეტირება".
გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელიკანცელარიის პიკეტირებააქცია პარლამენტთანკანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებრუსული კანონი
ამავე თემაზე
- კობახიძე: სანქცია დააზიანებს სანქციიის დამწესებელს, ყველას მოვუწოდებთ პრაგმატულობისკენ
- კობახიძე: ო'ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები
- კობახიძე რუსულ კანონზე: ბატონ ო'ბრაიენს დავუდასტურე ჩვენი მზაობა დისკუსიისთვის
- ო'ბრაიენი: თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს
- სტრატეგია აღმაშენებელი: მხარს ვუჭერთ ერთიანობის ნებისმიერ ინიციატივას, დათქმების გარეშე