ცოფი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის 3 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა

arynews.tv

მერიის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის 3 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. სამივე შემთხვევაში ცოფი ძაღლს აღმოაჩნდა.  

ამბროლაურში გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას - საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

"მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე , ხვალ არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები