როდესაც შემოდის სხდომათა დარბაზში ძალიან მძიმე რეპუტაციის დეპუტატი, რომელიც სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რბილი დამოკიდებულების გამოვლენა ბევრისთვის შეიძლება იყოს რთული. დეტალებში არ შევალ.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია, დეტალებში ვერ შევალ. არ მინდა და არ განვმარტავ, უხერხული, სენსიტიური თემაა. როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის გასაგები. მაგრამ, რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად, მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან პარლამენტში. დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს, გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა, თუ აქვს ელემენტარული სინდისი ამ კონკრეტულ დეპუტატს.