გარკვეული სიფრთხილე მესმის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არასდროს ვიყავი მომხრე, არც სააკაშვილის პერიოდში, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მერე ოპოზიციაში და არც დღეს ტყუილად რაღაც ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების ნებისმიერი ქვეყნისთვის ან ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, არც ევროპარლამენტისთვის და არც რუსეთისთვის. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის და ვინ კიდე - ყველას სახელები არ ვიცი. ეს ხომ უნდა იყოს ყველასთვის ძალიან გასაკვირი. რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვიწვევდნენ რამე ომში.
საქართველო-რუსეთი
ზურაბიშვილი: მეორე ფრონტი არის ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის საერთო თემა
tbl.ge/6bee
დაკოპირდა
ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი TV პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- ქართველმა პარლამენტარებმა მითხრეს, NGO-ების მხარდამჭერ რუსებს გავყრითო – სოლოვიოვი
- პაპუაშვილი ჟურნალისტებს: თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ
- უნდა შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯება – პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
- კარასინის აზრით, რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
- Агентство: ФСБ-სთან დაახლოებული ინსტიტუტი თბილისში მართავს კონფერენციას "ღირებულებებზე"