ნარკორეალიზატორების დაკავება

კუპატაძე: 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, მათ შორის მანდილოსნები და უცხოელები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაციების შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს. ის დარწმუნებულია, რომ დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება.

"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ფონიჭალაში, 4 ლოკაციაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, ამ დრომდე.

ღონისძიება გრძელდება, სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ, გაორმაგდება... 

...მათ შორის, დაკავებული არიან, როგორც მანდილოსნები, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, - განაცხადა კუპატაძემ.

კომენტარები