გახსოვთ პირველი ვერსია, რომელიც ოპოზიციამ განავითარა - ხელისუფლებას აბრალებდნენ, ეს სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენო. მერე აღმოჩნდა, რომ გაირკვა ვინც იყო და ახლა გვთავაზობენ საზოგადოებას სრულიად სხვა ინტერპრეტაციას - იძახიან, რომ სინამდვილეში ეს [ლაზარე გრიგორიადისი] გმირი არისო. როგორც არ უნდა ეცადონ ახლა ადამიანის წარმოჩენას, როგორც გმირისას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება სიტყვა გმირი ასეთი ფალსიფიკაციისთვის გავიმეტოთ, რომ ასეთ ადამიანებს, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციელებს, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს მაგალითად, ჟიული შარტავას. არ შეიძლება უბრალოდ ასე რამ, ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამორალობაც არის.
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
სარჯველაძე გრიგორიადისზე: არ შეიძლება, შევარქვათ იგივე სახელი, რაც აქვს ჟიული შარტავას
tbl.ge/6bo7
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე დაკავებულ 21 წლის აქტივისტზე, ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას. დღეს, 1-ელ აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქცია რუსული კანონის წინააღმდეგლაზარე გრიგორიადისილაზარე გრიგორიადისის საქმექართული ოცნებამიხეილ სარჯველაძე
ამავე თემაზე
- გომელაურის თქმით, ცდილობენ, არ გამოიყენონ მთლიანი ძალები – ჭავლი, სპრეი, რეზინის ტყვიები
- აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს გამოვკითხავთ, გამოძიება 3 მუხლით დაიწყო – შსს
- პაპუაშვილი: პარალელებია მაიდანთან - მექორწილე წყვილით და სხვა ვიზუალებით იფუთება ძალადობა
- სამართალდამცავების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე 80 შეტყობინება შემოვიდა – სსს
- გააგონე საქართველოს ხმა! - სირცხვილია სასტუმრო პარაგრაფთან აქციას აანონსებს