რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა პოლონეთისგან Rosomak-ის 100 ჯავშანტრანსპორტიორს შეისყიდის – მორავიეცკი

უკრაინა პოლონური წარმოების Rosomak-ის 100 ჯავშანტრანსპორტიორს შეისყიდის. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ Twitter-ზე დაწერა

"Rosomak არის უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორი. მათი შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ს სახსრებით განხორციელდება". - წერს მორავიეცკი. 

20 მარტს ევროკავშირის 17 ქვეყანა და ნორვეგია შეთანხმდნენ, საბრძოლო მასალა ერთობლივად აწარმოონ და შეიძინონ მარაგების შესავსებად და უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გეგმა ითვალისწინებს უკრაინისთვის 12 თვის განმავლობაში მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას. მოგვიანებით ინიციატივას პოლონეთი და ესპანეთი შეუერთდნენ.

კომენტარები