ევროპარლამენტი, რომელიც მოგიწოდებს, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე, მოგიწოდებს დეპოლარიზებაზე, ამის პარალელურად, ევროპარლამენტარი იყოს ჩართული ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში და განცხადებებში... ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც - ერთი მხრივ, შეიძლება, მის ქვეყანაში მხარს უჭერდეს ამას, მაგრამ სხვა ქვეყანაში მაიდანს ამსგავსებდეს... შესაბამისად, ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია.
ლაზარე გრიგორიადისის საქმე
ლაშხი კრამონზე: ძალადობის მხარდამჭერ აქციაში ჩაერთო – ყოვლად მიუღებელი და გაუგონარია
tbl.ge/6bpw
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მარიამ ლაშხი იმედთან ინტერვიუში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე საუბრისას.
შაბათს, 1-ელ აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან ტაბულას, ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.
ამავე თემაზე
- გრიგორიადისი ხელისუფლების განცხადებებზე: განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ
- გრიგორიადისის ბაბუა: ვერ გადმოგცემთ, ისეთ ემოციებში ვარ, ძალიან გახარებული
- გრიგორიადისი: ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე
- ადვოკატი: დიდი ალბათობით, ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს
- ლაზარეს ადვოკატის თქმით, სასამართლო 14-დღიან ვადას პროცესის გაჭიანურების მიზნით იყენებს