კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლამდე კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა გუშინ, 2 მარტს შეუფარდა.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყებაში გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.