რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: რუსეთი მაღალჩინოსნებს პასპორტებს ართმევს, რათა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ

რუსული პასპორტი
Maxim Shemetov/Reuters

რუსეთის უშიშროების სამსახურები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მაღალჩინოსნებს და აღმასრულებელი პირებს საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვის მიზნით პასპორტებს ართმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რუსი ოფიციალური პირებს, რომლებსაც საშუალო დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა ჰქონდათ, მოეთხოვებოდათ თავიანთი პასპორტების დატოვება მათი სამინისტროებისა და კომპანიების "სპეციალური დეპარტამენტების" სეიფებში. თუმცა, როგორც Financial Times- ყოფილ ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები იშვიათად აღასრულებდნენ წესებს.

ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შეზღუდვები მნიშვნელოვნად გაფართოვდა გასულ წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა Financial Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთმა გაამკაცრა შეზღუდვები უცხოეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით მათთვის, ვინც "სენსიტიურ" თანამდებობებზე მუშაობს.

"ამისთვის უფრო მკაცრი წესებია. ზოგან ისინი ფორმალიზებულია და ზოგან დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, კონკრეტულ თანამშრომლებზე. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ამ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმო". - აღნიშნავს პესკოვი.

კომენტარები