რუსეთი

ინგუშეთში შეიარაღებულ პირებთან შეტაკებას სამი რუსი სამართალდამცველი ემსხვერპლა

როსგვარდიის წევრი

რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში, მალგობეკის რაიონის სოფელ ზიაზიკოვ-იურტში შეიარაღებულ პირებთან, ე.წ. "ბოევიკებთან" შეტაკებას 3 რუსი სამართალდამცველი ემსხვერპლა და კიდევ 7 დაიჭრა. 

"სამი თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის ორი ქვეყნის სხვა რეგიონიდან გადმოყვანილი. კიდევ შვიდმა სამართალდამცველმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები". – უთხრეს რუსულ მედიას ინგუშეთის სამართალდამცავ ორგანოებში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ცნობით, 5 აპრილის ღამეს გაარკვიეს, რომ ინგუშეთში, ზიაზიკოვ-იურტში "ბანდის" წევრები იმყოფებოდნენ. დაკავების მცდელობის დროს, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.

მალგობეკის რეგიონი საქართველოს ესაზღვრება.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ რუსეთს რეგიონში დამატებითი ტექნიკა და ძალები ჰყავს გადაყვანილი. კადრებში ისმის სროლის ხმებიც. ადგილზე არიან როგორც რუსეთის გვარდიის წევრები, ისე რეგულარული სამხედროები.

გასულ დღეებში ინგუშეთში პოლიციის სადგურს თავს, სავარაუდოდ, ისლამისტები დაესხნენ თავს. 28 მარტს ინგუშეთში, ნაზრანის რაიონში საგზაო-საპატრულო სამსახურის პოსტს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაიჭრა სამართალდამცავ ორგანოთა ორი წარმომადგენელი. 3 აპრილს ინგუშეთის ФСБ-ს უფროსმა მალგობეკის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

 

კომენტარები