რუსი კანონმდებლები

რუსმა დეპუტატმა სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის ინიციატივა წარადგინა

რუსმა კანონმდებლებმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები წარადგინეს. ცვლილებები ტერორიზმისა და სახელმწიფო ღალატში მსჯავრდადებულთათვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. 

ამის შესახებ 7 აპრილს სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვასილი პისკარიოვმა ისაუბრა.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ღალატისთვის მსჯავრდადებულთათვის სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება, ხოლო ტერაქტის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა 15 წლიდან 20 წლამდე გაიზრდება. ტერორისტული აქტი განისაზღვრება, როგორც ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და მიმართულია რუსეთის დესტაბილიზაციისკენ.

კომენტარები