კრიმინალი

"აშშ-ში გადაყვანისთვის $7 000-ს ართმევდა და დანაპირებს არ ასრულებდა" – შსს-მ 1 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თაღლითობის ფაქტზე 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, $7 000-ის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით აშშ-ს ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, კ.თ.-მ თაღლითურად მიითვისა მოქალაქეების კუთვნილი $23 900 და €2 600. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები