აშშ-რუსეთი-ჩინეთი

CIA-ს დირექტორი: რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ემუქრება

Tom Williams/Pool/Reuters

11 აპრილს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა თქვა, რომ რუსეთს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა ექმუქრება, ვინაიდან რუსეთის იზოლაცია დასავლეთისგან მისი უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღრმავდება.

"რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, გარკვეული თვალსაზრისით, მას ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევა, მის ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება ემუქრება" - თქვა ბერნსმა ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე. 

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობას მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება შექმნის. ეს იქნება უკრაინელების გადაწყვეტილება. არამხოლოდ სადაზვერვო სამსახურის, არამედ მთლიანად აშშ-ის მთავრობის ამოცანაა, რომ უკრაინელებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რათა მათ საკუთარი პოზიციების გაძლიერება შეძლონ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდაზე". - თქვა ბარნსმა.

CIA-ს დირექტორის შეფასებით, პუტინი ხვდება, რომ უახლოეს დროში ომს ვერ მოიგებს, თუმცა, საკუთარ თავს წაგების უფლებას ვერ აძლევს.

კომენტარები