რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის FSB ესტონეთში უკრაინელი ლტოლვილების რეკრუტირებას ცდილობს – ესტონური მედია

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ესტონეთში ჩასული ლტოლვილების გადაბირებას სისტემატურად ცდილობს. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ERR ავრცელებს.

ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის (KaPo) წლის შემაჯამებელ წიგნში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შემდეგ, თებერვლის ბოლოდან 2022 წლის ბოლომდე, ესტონეთს 45 ათასმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი.

"ომის ლტოლვილებთან საუბარი ნათლად აჩვენებს FSB-ის აქტიურობას უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინელები მუდმივი, გაძლიერებული ყურადღების ქვეშ არიან, ამავდროულად მათ შორის მუდმივად ხდება რუსეთისთვის მტრულად განწყობილი პირების იდენტიფიცირება. მათ ქონებასა და კომუნიკაციის საშუალებებს ჩხრეკენ, ზოგჯერ მუქარასა და ძალადობას მიმართავენ.

[...] ამასთან, FSB-მ დაიწყო გასაუბრება იმ ადამიანებთან, რომლებიც სისტემატიურად სტუმრობენ რუსეთს სამუშაოდ. საზღვრის გადაკვეთისას მათ ეკითხებიან რუსეთისადმი დამოკიდებულების შესახებ და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე", ასევე რუსების სავარაუდო დევნაზე ესტონეთში. FSB-ის აგენტები იწერენ საუბრებს ღიად და ზოგჯერ ფარულად." - ნათქვამია KaPo-ს ანგარიშში.
 

კომენტარები