აშშ-ს დემოკრატიული პარტია

არ მინახავს ავადმყოფობის გამო კაცი სენატორისთვის გადადგომა მოეთხოვათ – პელოსი ფაინშტაინზე

Olivier Douliery/TNS

კალიფორნიის დემოკრატი დეპუტატი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნენსი პელოსი თანაპარტიელთა მხრიდან სენატორ დაიანა ფაინშტაინის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს უნახავს კაცს სენატორს მსგავს წინააღმდეგობასთან გამკლავება დასჭირვებოდა

"ჩემთვის ეს საინტერესოა. არ ვიცი, რა პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობენ, როდესაც სენატორი ფაინშტაინის წინააღმდეგ მიდიან. მე არასდროს მინახავს ავადმყოფობის გამო კაცი სენატორის გადადგომა მოეთხოვათ". - უთხრა ჟურნალისტებს პელოსიმ. 

ორმა თანაპარტიელმა, დემოკრატმა - რო ხანამ და დინ ფილიპსმა აღნიშნეს, რომ 89 წლის დაიანა ფაინშტაინი სენატორობისთვის შესაფერისი აღარაა.

"მიუხედავად იმისა, რომ მან მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურს მიუძღვნა, აშკარაა, რომ ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას". - თქვა კალიფორნიის წარმომადგენელმა, რო ხანამ. 

ფაინშტაინის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი სენატში დაბრუნებას მარტის ბოლოსთვის გეგმავდა. თუმცა სამედიცინო გართულებების გამო ის კვლავ საკუთარი სახლიდან განაგრძობს მუშაობას - მანამ სანამ მისი სამედიცინო ჯგუფი, ვაშინგტონში დაბრუნების რეკომენდაციას არ მისცემს.

იურიდიულ კომიტეტში დემოკრატები 11-10 უპირატესობას ფლობენ. სენატორის არყოფნამ გაართულა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობა, სენატში დაამტკიცოს მისი წარდგენილი ფედერალური სასამართლოს მოსამართლეები.

ჯერ კიდეც თებერვალში ფაინშტაინი ამბობდა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის განმეორებით კენჭისყრას არ გეგმავს. იგი სან ფრანცისკოს პირველი ქალი მერია და, ამასთანავე, სენატის დაზვერვის კომიტეტის პირველი ქალი ხელმძღვანელი.

კომენტარები