ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 20–21 აპრილს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ხოლო ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. 

სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე  შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

კომენტარები