რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა EU-ს სამოქალაქო დაცვის სისტემის წევრი გახდა, დამატებით €55 მლნ-ის დახმარება მიიღო

უკრაინა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის სისტემის წევრი გახდა. ეს არის ჰუმანიტარული დახმარების მექანიზმი, რომელიც კატასტროფის შედეგად დაზარალებული ქვეყნების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

შეთანხმებასთან ერთად ევროკავშირმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით €55 მლნ გამოყო. 

შეთანხმების ოფიციალურად დასადასტურებლად და ხელმოსაწერად ევროკავშირის კრიზისების მართვის კომისარი, იანეზ ლენარჩიჩი სპეციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. 

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი მთელი ძალისხმევით მუშაობდა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გასაგზავნად. როგორც სისტემის სრულუფლებიან წევრს, ამიერიდან უკრაინას შეეძლება ანალოგიური სოლიდარობა გამოუცხადოს კრიზისის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებსა და ადამიანებს. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე... ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის გვერდში დგომას". - აღნიშნა იანეზ ლენარჩიჩმა. 

კომენტარები