ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარი ბულინგის გამო დაჯარიმების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს

European Parliament

ევროპარლამენტარმა მონიკა სემედომ, რომელიც თანამშრომლების ბულინგის გამო ამ კვირაში მეორედ დასანქცირდა, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

ლუქსემბურგელი დეპუტატი, რომელიც Renew Europe-ში დამოუკიდებელი კანდიდატია, რამდენიმე დღის წინ, 18 აპრილს პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 3 380 ევროთი დააჯარიმა. 

"სემედო ამ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სარჩელს ევროკავშირის გენერალურ სასამართლოში შეიტანს". - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი. სემედოს თქმით, იგი მოელის, რომ სასამართლო "აღიარებს როგორც მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების უსაფუძვლობას, ასევე მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას". 

სემედომ, ამასთანავე, დაწერა, რომ იგი "კატეგორიულად უარყოფს" ბრალდებებს, რომლებიც შეისწავლა შევიწროების შიდა პარლამენტის კომიტეტმა. მისი მტკიცებით, მას უარი ეთქვა ჩვენების მიცემაზე მისი ადვოკატის თანდასწრებით, რადგან მეცოლამ უარი თქვა ამ ამბის მისი მხარის მოსმენაზე.

"ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვგეგმავთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს წავიდეს სასამართლოში". - აღნიშნა მეცოლას წარმომადგენელმა.

სამედო, რომელიც მანამდე ტელეწამყვანი იყო, ევროპარლამენტარი 2019 წელს გახდა. მან უფრო მკაცრი სანქცია 2021 წელს მიიღო, როდესაც 15 დღით შეეზღუდა პარლამენტის საქმიანობაში ჩართვა "ფსიქოლოგიური შევიწროვების" გამო.

კომენტარები