კულტი

კენიაში იმ პასტორის მიწაზე, რომელიც მრევლს სიკვდილამდე ამარხულებდა, 21 ცხედარი იპოვეს

პასტორი პოლ მაკენზი

კენიის სანაპიროზე მცხოვრები პასტორის, პოლ მაკენზის მიწაზე, რომელიც დააკავეს იმის გამო, რომ მიმდევრებს სიკვდილამდე ამარხულებდა, 21 ცხედარი იპოვეს

მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ დაარბია პასტორის საკუთრებაში მყოფი მიწა მალინდიში, სადაც 15 სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი იპოვეს. მათ შორის ოთხი მოგვიანებით გარდაიცვალა. მიმდევრებმა თქვეს, რომ პასტორის მითითებით შიმშილობდნენ, რათა იესოს შეხვედროდნენ.

მალინდის ქვედანაყოფის პოლიციის უფროსმა, ჯონ კემბოიმ თქვა, რომ პასტორ პოლ მაკენზის მიწაზე უფრო ღრმა საფლავები ჯერ კიდევ გასათხრელია.

პასტორი 14 აპრილს კულტიზმის ბრალდებით დააკავეს. მაკენზი ბოლო ოთხი დღეა შიმშილობს.

აქამდე, პასტორი 2019 წელს და 2023 წლის მარტში ბავშვების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორჯერ იყო დაკავებული. ყოველ ჯერზე ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორივე საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია.

ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა სასამართლოს მოუწოდეს, რომ ამჯერად არ დაუშვან პასტორის გირაოთი გათავისუფლება.

კომენტარები