შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს 5 რუსი დიპლომატი, რომლებიც დიპლომატიურ მისიასთან შეუთავსებელ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.
"ვენის კონვენციის თანახმად არსებული დიპლომატიური ურთიერთობის წესებთან შეუთავსებლობის გამო 5 პირს, რომლებიც რუსეთის საელჩოში არიან დასაქმებული, შვედეთის დატოვება მოეთხოვა. ეს ეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზიანს, რომელსაც მთავრობა დიდი სერიოზულობით ეკიდება". - ნათქვამია შვედეთის საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციაში დაკონკრეტებული არაა, რა ტიპის საქმიანობის გამო დაითხოვეს რუსი დიპლომატები.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.