არ არსებობს კარგი ქვეყანა კარგი სასამართლოს გარეშე და არ არსებობს კარგი ქვეყანა თუ მოქალაქეები არ ენდობიან სასამართლოს. ჩვენ შემთხვევაში 2 ახალგაზრდა კაცის მრავალი წლით ციხეში გაშვება დამოკიდებულია სასამართლოზე, რომელსაც არავინ არ ენდობა.
ერთადერთი ალტერნატივა, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და მოქალაქეებს რამე სახის ნდობა ჰქონდეთ ამ სასამართლოს მიმართ, არის თავად მოქალაქეები ჩაერთონ სასამართლო პროცესში.
ვითხოვთ ნაფიც მსაჯულებს - დაე, მოქალაქეებმა განსაჯონ ლაზარე და თორნიკე დამნაშავეები არიან თუ არა და ეს შექმნის, გარკვეულ ნდობას პროცესისადმი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლაზარესა და თორნიკესთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. იმისათვის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებად შევდგეთ.