ბოლო დროს, ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით განსმჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული, მშვიდობისკენ მიმართული [აქცია] და ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ადამიანების შეკრება, მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო - როგორც ვხედავდი, ამ შეკრების დევიზი ეს იყო [...] ახლა, ძალიან მძიმე, საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, მშვიდობა არის უპირატესი მიზანი და თავისთავად, მშვიდობის ფონზე, ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს. თავისთავად, ეს ყველაფერი გვაერთიანებს ამ აქციის მონაწილეებთან.
ქართული ოცნება
წილოსანი უცნობის აქციაზე: ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ხალხის შეკრება სასიამოვნო იყო
tbl.ge/6cs6
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 30 აპრილს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ ორგანიზებული სახელისუფლებო აქცია გაიმართა.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ