რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის კრასნოდარის ოლქში ნავთობის საცავი იწვის

ცეცხლმოკიდებული ნავთობის საცავი, 2023 წლის 3 მაისი.

რუსეთის კრასნოდარის ოლქში მდებარე ნავთობის საცავი იწვის

როგორც ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, ხანძარი ტემრიუკის რაიონის ვოლნის დასახლებაში მდებარე საცავში გაჩნდა. მისივე ცნობით ხანძარს უმაღლესი სირთულე მიენიჭა, თუმცა არავინ დაშავებულა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ხანძრის დანახვა ყირიმის ხიდიდანაც შეიძლება.

რუსული მედიიის ინფორმაციით, ხანძარი 1 200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ცნობით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

კომენტარები