3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა.
ინფორმაციას ფინეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. ზელენსკი ჰელსინკიში ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს შეხვდება და ორი ქვეყნის ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ფინეთის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერას, ორმხრივ ურთიერთობებსა და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ.