ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას კრემლზე განხორციელებული ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვის ტერიტორიაზე თავდასხმისკენ. ცალკე გაკვირვებას იწვევს ტერორისტი სახელმწიფოს ფორმულირებები. ტერაქტი – ეს არის დნიპროში ან უმანში სახლის დანგრეული სადარბაზოები და მრავალი სხვა ტრაგედია. ის, რაც მოხდა მოსკოვში, არის აშკარად 9 მაისის წინ სიტუაციის გამწვავება, მოსალოდნელი ხერხი ჩვენი მოწინააღმდეგებისგან.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ზელენსკის ოფისი: უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ
tbl.ge/6cww
დაკოპირდა
თქვა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ, 2 მაისს კრემლს 2 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. ოფიციალური მოსკოვი განცხადებაში ამტკიცებს, რომ შეტევა უკრაინის მხრიდან განხორციელდა.
ამავე თემაზე
- რუსეთმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევები გააძლიერა
- რუსულ ჯარში ინდოელების მოტყუებით წაყვანისთვის ინდოეთში ოთხი პირი დააკავეს
- ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი გაათავისუფლა
- SpaceX-თან თანამშრომლობით პენტაგონმა რუსეთი Starlink-ის უნებართვო გამოყენებისგან დაბლოკა
- რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოსკოვთან დრონი ჩამოაგდეს