კანონი LGBT პროპაგანდაზე

პაპუაშვილი ALT-INFO-ს კანონზე: ჩვენს დღის წესრიგში არ შედის, არ ვაპირებთ განხილვას

ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა, ჩვენი საკანონმდებლო პროგრამა და ჩვენ ამით ვმოქმედებთ და მემგონი საზოგადოება ამას ხედავს, მეორეს მხრივ ასეთი ინიციატივები არამხოლოდ ცალკეული დეპუტატებისგან, მათ შორის იცით, რომ მსგავსი ინიციატივა აქვთ მოქალაქეების ჯგუფს წარმოდგენილი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ ჩვენს დღის წესრიგში არ შედის და ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას, მაგრამ კიდევ ერთხელ ესეც აჩვენებს, მცდელობა რომ არის, რომ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტები და მათ შორის ასეთი ინიციატივების წამოყენება არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, რომ მოქალაქეებს  და ცალკეულ დეპუტატებს შეუძლიათ წამოაყენონ ინიციატივები, მაგრამ აქ პირდაპირ დაკავშირება, რომ პარლამენტი აპირებს ამის მიღებას, არასერიოზულია. საკანონმდებლო წინადადებია ხოლმე ხშირად, მოსახლეობასაც მედიის მხრიდან მიეწოდება ხოლმე, ისეთი წინადადებები, თითქოს პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს, იმ საკითხს, ეს არის ნაწილი ინიციატივებისა, რომელიც მოქალაქეებისგან მოდის. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას.  

პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერების მიერ დარეგისტრირებულ და ევროპული სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას მიერ გაჟღერებული ჰომოფობიურ კანონებზე რუსთავი ორის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები