რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრასნოდარში კიდევ ერთი ნავთობსაცავი იწვის, რუსეთის მტკიცებით, დრონის თავდასხმის გამო

რუსეთის კრასნოდარის ოლქში ხანძარი კიდევ ერთ ნავთობსაცავს გაუჩნდა. როგორც რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიებში საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერენ, ცეცხლი უპილოტო საფრენი აპატარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა.

შემთხვევა კრასნოდარის სევერსკის რეგიონში მოხდა. როგორც რუსი მაღალჩინოსნები ამბობენ, შედეგად არავინ დაშავებულა.

აქამდე 3 მაისს ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის ოლქში მდებარე სხვა ნავთობსაცავში. ცეცხლი 1 200 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული და კვამლის დანახვა ყირიმის ხიდიდანაც კი შესაძლებელი იყო. შედეგად არავინ დაშავებულა. რუსეთის მტკიცებით, ეს ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია.

კომენტარები